პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ხვდება. რა არის განხილვის მთავარი თემა, არ კონკრეტდება, თუმცა სავარაუდოდ, შეხვედრა შალვა პაპუაშვილის სპიკერად არჩევას უკავშირდება. ეს არის მისი პირველი შეხვედრა ამერიკელ დიპლომატთან საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის რანგში. მსგავსი შეხვედრა შალვა პაპუაშვილს უკვე ჰქონდა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან. არსებული ინფორმაციით, კელი დეგნანი დღესვე მოლაპარაკებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთანაც გამართავს.