თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის სარჩელის განხილვა დაიწყო.
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს, ასევე ტელეკომპანია „ჯი დი ეს“-ს პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივის. საუბარია 2016 წელს გაკეთებულ განცხადებაზე.
პროცესს ბიზნესმენისა და ტელეკომპანიის ინტერესების დამცველები ესწრებოდნენ. საქმეზე დღეს მოსაზმადებელი სხდომა გაიმართა, სადაც მოსარჩელე მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა, აქედან ერთი ივანიშვილის პროცესებზე დასწრებას მოითხოვდა, რომელიც მისამართლემ არ დააკმაყოფილა.
მომდევნო პროცესი 6 ნოემბერს გაიმართება.