შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას ამჯერად სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მას ღირსების შელახვისთვის უჩივის. ნათელაშვილის ადვოკატის თქმით, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ივანიშვილმა ჯაშუში და ჯაშუშების დაფინანსებული უწოდა. საქალაქო სასამართლომ ნათელაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლო კი საქმეზე გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს.