„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მანჯგალაძის ქუჩა მოინახულა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ადგილზე სამანქანო გზას კეთილმოწყობა სჭირდება და ქუჩაზე შენობები ავარიულ მდგომარეობაშია. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.