საპარლამენტო მანდატების დატოვება, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება და ე.წ. საკონსულტაციო პარლამენტის შექმნა საკანონმდებლო ორგანოს გარეთ – ეს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის მთავარი გზავნილებია. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, აუცილებელია ეს ყველაფერი ოპოზიციური ერთობის მისაღწევად.