საჯარო სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე საკანონმდებლო ორგანოში წერილი შეიტანა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, რეგლამენტის შესაბამისად დაიწყოს ის პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს მოცემული პრობლემის გადაწყვეტას. ასევე მისი თქმით, პარლამენტის ყველა წევრმა საზოგადოებას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია, თუ რომელ საჯარო ან კერძო სკოლაში სწავლობენ მათი შვილები. ამავე საკითხს გამოეხმაურნენ უმრავლესობაში. გივი მიქანაძის განცხადებით, ნათელაშვილის განცხადება პოპულისტურია და ის ქულების დაწერას ცდილობს. ასევე მიქანაძე აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო მოცემულ საკითხზე აქტიურად მუშაობს.