„სალომე ზურაბიშვილი, ვითომ ოპოზიციურ დაჯგუფებასთან კოორდინაციით, ამზადებს ფარულ სახელმწიფო გადატრიალებას, რათა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული სისტემა დარჩეს ძალაში,“ – ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის სასახლესთან აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის მზადება მიმდინარეობს. ამასთან ერთად, შალვა ნათელაშვილმა ყურადღება გაამახვილა სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე.