შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის კოალიციურ გაერთიანებაში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ მიიღებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ოპოზიციას წარმატებებს უსურვებს, თუმცა აცხადებს, რომ მათთან ერთად მხოლოდ მაშინ იქნებიან, როდესაც ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტს დაუბრუნდება და ხალხთან დადგება.

განცხადება შალვა ნათელაშვილმა აეროპორტში გააკეთა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრები ვაშინგტონში, მთავარ პოლიტიკურ ცენტრებშია დაგეგმილი.