შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტულ პარტიას“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი და ითხოვს ყველა კონტრაქტის, ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც კომპანია „ენკასთან“ გაფორმდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სოლიდარობას უცხადებენ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს და „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივი ხალხთან ერთად დგას.

მოამბე