შალვა ნათელაშვილი დეკლარაციის შევსებას არ აპირებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ წერილი იმის შესახებ, რომ დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ხვალ ეწურება, უკვე მიიღო. მისი განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, დეპუტატებისთვის დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.