შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ შენგენის ქვეყნებში მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის გართულდა და ამას მთავრობის საახალწლო საჩუქარს უწოდებს. მისი თქმით, ევროპაში გასამგზავრებლად მოქალაქეებს არაერთი დოკუმენტის წარდგენასთან ერთად, იმ უწყებების თანხმობა სჭირდებათ, რომლებიც ნათელაშვილის განცხადებით ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის ამ განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს სწორედ იმ საბუთების წარმოდგენა მოუწევთ, რომელიც ევროპის ქვეყნებში ჩასულებს დასჭირდებათ, შესაბამისად მათი უკან გამობრუნება უფრო რთული იქნება.