აშშ-ის მიერ ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი. შალვა ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ მოკლე ვადებში განახორციელებს საქართველოს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა სანქცირებას და როგორც სუს-ი, ისე ცესკო გამყალბებელ სტრუქტურებად გამოცხადდება. ამასთან, ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით, ხვალ, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს წერილს რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკო-ს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები.
ნათელაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილმა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი შეერთებულ შტატებში „ლეიბორისტების“ მიერ წერილის გაგზავნის ფაქტსაც აფასებს.