შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.

„ლეიბორისტების“ ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს არჩევნების დღეს საღამოს რვა საათზე ეგზიტპოლის შედეგები არ გამოაცხადონ. ნათელაშვილის განცხადებით, ეს საარჩევნო უბნებში ვაჭრობის საგანი გახდება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს სტილი ახალი არ არის და ის ყველა არჩევნებზე ასე წერდა რეიტინგებს და ეგზიტპოლებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, ექს-პრეზიდენტმა ჩაშალა რეგიონებში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატების იდეა და ასევე შეიტანა რღვევა თბილისში უკვე შეთანხმებულ მაჟორიტარ კანდიდატთა ერთობლივ ფრონტში. ნათელაშვილის თქმით, სააკაშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა გამორიცხულია, რადგან ასეთ შემთხვევაში პუტინი ცხელ ომზე გადმოვა.