„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკო-ში კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების პროცესს პირადად გაეცნო.
შალვა ნათელაშვილმა მოქალაქეებს, რომლებმაც მის მიმართ მხარდაჭერა ხელმოწერებით დაადასტურეს, მადლობა გადაუხადა. ნათელაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მოქალაქეების ყველა კონსტიტუციური უფლება დაცული იქნება.
საარჩევნო კანონმდებლობით, პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა არანაკლებ 26000-მდე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.