„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევას გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს, რადგან მისი თქმით, ქვეყანამ საზღვრები დროულად არ ჩაკეტა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას კორონავირუსით საპროტესტო აქციებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანა სურს.
ნათელაშვილი მთავრობას მოუწოდებს, მოსახლეობას პირბადეები დაურიგოს, ხოლო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეაჩეროს.