შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაიწყონ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად, პოლიტიკურ აქციებზე და არა თოქ-შოუებზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური აქციები უნდა გაიმართოს პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელობით და პასუხისმგებლობით. ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს აქციების ორგანიზებისთვის კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.