„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთში კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მისი თქმით, მან უკვე მიმართა საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა გაირკვეს, თუ რატომ არ დგება ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი სისხლის სამართლის საქმეებზე.
დღესვე, შალვა ნათელაშვილმა ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, არაკანონიერია.