შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტს ახალი კანონის ინიცირების მოთხოვნით მიმართავს, რაც საჯარო სკოლებში ბიუჯეტის სახსრებით უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას გულისხმობს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საკუთარ ინიციატივას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკით ამყარებს, სადაც მისი განცხადებით, ბავშვთა შიმშილობის მაჩვენებელი საგანგაშო რიცხვებზე მიუთითებს.

შალვა ნათელაშვილმა საქართველოში არასრულწლოვნების გარდაცვალებების რამდენიმე მძიმე ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, მომავალი თაობა მინერალებითა და ვიტამინებით სავსე საკვებით უფასოდ უზრუნველყოს, რაც დასავლურ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.