„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შედის.
გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. პარტიის მიერ არჩევნებზე მოპოვებული ერთადერთი მანდატით, საკანონმდებლო ორგანოში ადგილს შალვა ნათელაშვილი დაიკავებს. თუმცა პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებამდე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, გაცდენების გამო შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ახლა კი საკითხი პარლამენტმა უახლოეს პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილოს.