შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 15 ივლისიდან აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გამოცხადდება და ეს გადაწყვეტილება თურქეთის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. მისივე განცხადებით, აია-სოფია შეტანილია იუნესკო-ს საგანძურში და დღეს ამ სტატუსის შეცვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.