შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიაში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, წერილით მიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და აშშ-ს ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს. ნათელაშვილის განმარტებით, მან წერილში მოითხოვა, დაჩქარდეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ ქონებრივი სანქციების დაწესების პროცესი.