„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებს, უარი თქვას ბიძინა ივანიშვილის წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის სამების საკათედრო ტაძრის რესტავრაციას დააფინანსებს.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა. პირველი ლეიბორისტი ამბობს, რომ სწორედ მთავრობის შეცვლის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარს საზოგადოება თავად მოხატავს.
შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ამით საპატრიარქო მმართველ გუნდს არჩევნების წინ ხმების მოპოვებაში ეხმარება.