მაშინ, როდესაც ბადრი ჯაფარიძე საკუთარ პარტიასთან ერთად პარლამენტში დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებს, უფლებამოსილებაშეწყვეტილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საპარლამენტო მანდატების დატოვებისკენ სრულ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს.
შალვა ნათელაშვილი, რომელსაც სადეპუტატო მანდატი 70-მდე სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ჩამოართვეს, ოპოზიციას საპარლამენტო ბოიკოტსა და ისევ ქუჩის აქციების რეჟიმში გადასვლას სთხოვს. თუმცა, მოწოდების ადრესატები ნათელაშვილის პოზიციას არ ეთანხმებიან და უფრო მეტიც, პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის გასაზრდელად, გასულ წელს ჩახსნილი სიების აღდგენას მმართველ გუნდს სთხოვენ.
თეონა მანაგაძე დეტალებით.