შალვა ნათელაშვილი კლუბ „ბასიანის“ დახურვას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ღამის კლუბ „ბასიანის“ დახურვას, კლუბის მფლობელების დაკავებას და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს.

შალვა ნათელაშვილი დღეს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, კლუბში რამდენიმე ახალგაზრდა უკვე დაიღუპა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები აუცილებელია.