„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამ მოთხოვნის შესასრულებლად შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და მმართველი გუნდის წევრებს ერთკვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტს მიმართავს და გარკვეული სანქციების დაწესებას მოითხოვს.