შალვა ნათელაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ბიტკოინების საკუთარ ქარხანას ქართველი ხალხის ხარჯზე ამუშავებს
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბიტკოინების საკუთარ ქარხანას ქართველი ხალხის ხარჯზე ამუშავებს.
შალვა ნათელაშვილი დღეს მომხრეებთან ერთად თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიას ეწვია. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, “ლეიბორისტების” ლიდერი გეგმავს, ბიტკოინების ქარხანა სტუდენტებს გადასცეს.