შალვა მატუაშვილის პერსონალური გამოფენა

მალე დამთვალიერებელი შალვა მატუაშვილის ახალ ნახატებს იხილავს.

ცნობილი მხატვარი მორიგი პერსონალური ექსპოზიციისთვის ემზადება. ფერთა მრავალფეროვნებით და ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეული ხელოვანის შემოქმედებას და სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ ახალ და ძველ ნამუშევრებს გალერეა „ნობლესი“ უმასპინძლებს.

შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა ხშირად არ იმართება, შესაბამისად ამ ექსპოზიციის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, მხატვრის შემოქმედებას ახლოს გაეცნოს. გამოფენა 2 დეკემბერს გაიხსნება და 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.