შალვა ხაჭაპურიძის განცხადება - სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები
ადვოკატთა ასოციაცია სამართალდამცავ უწყებებს შალვა ხაჭაპურიძის განცხადებაზე რეაგირებას სთხოვს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მის შესაძლო ფარულ მიყურადებაზე საუბრობს. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველი ყვება, რომ ავტომობილში მოსასმენი აპარატურის ნაწილი, სახლში კი სათვალთვალო მოწყობილობა იპოვა. ადვოკატი ეჭვობს, რომ მოწყობილობები კუსტარულად არის დამზადებული და კვალი სპეც-სამსახურებამდე არ მიდის. შესაძლო მიყურადებას და მოსმენას ხაჭაპურიძე სააკაშვილის ინტერესების დაცვას არ უკავშირებს და იმ რეზონანსულ საქმეებზე მიუთითებს, რომლებზეც პარალელურად მუშაობს. მოუცლელობის არგუმენტით ადვოკატი განცხადების დაწერას და სამართალდამცავებისთვის მიმართვას არ აპირებს.