მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პედაგოგებს შეხვდა. შალვა კერესელიძემ ბაღის მასწავლებლებსა და სხვა თანამშრომლებს იმ გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ხელისუფლება მომდევნო წლებში გეგმავს. შალვა კერესელიძის განცხადებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ხუთი საბავშვო ბაღი აშენდა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ დაწესებულებას, მომდევნო წლებში იგეგმება საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული შენობა-ნაგებობებისთვის რეაბილიტაციის ჩატარება.