შალვა ამირანაშვილის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა

მეცნიერებათა აკადემიაში, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიებაზე, აკადემიკოსებმა შალვა ამირანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წიგნი სახელწოდებით, „ძველი ქართული სამოსი“ წარადგინა. წიგნში შესული მასალები, შალვა ამირანაშვილის პირადი არქივიდანაა.