ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებული საკათედრო ტაძარი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.
რეგიონში იმყოფებოდნენ და გახსნას ესწრებოდნენ პრემიერი, მისი კაბინეტის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე. საზეიმო წირვა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მოგვინებით მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ. ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მთავრობის მეთაურმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.