თბილისში „შაჰნამეს“ ცხრა ტომეულის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
„შაჰნამე“ ანუ „მეფეთა წიგნი“ ორმოცდაათამდე მეფის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ის ვრცელი ლეგენდარულ-მითოლოგიური და საგმირო-სარაინდო ეპოსია. ტექსტი მეს-ნევის ფორმითაა დაწერილი, ეს არის ორსტრიქონიანი წყვილად შერითმული სალექსო ფორმა, რომელიც კლასიკურ სპარსულ პოეზიაშია გავრცელებული. „შაჰნამეს“ პირველი ოთხი ტომი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით შარშან გამოიცა. შაჰნამეს სრული თარგმანის ავტორი, პოეტი და მთარგმნელი ბელა შალვაშვილია.
კრებული გამომცემლობა „მერიდიანმა“ დაბეჭდა.