სეზონური ვირუსების გართულებული და გახშირებული შემთხვევები. ე.წ. ღორის გრიპით, H1 N1 – ით 8 ადამიანია გარდაცვლილი. ეს ოფიციალური ინფორმაციაა. ბოლო დღეებში განსაკუთრებით მოიმატა გრიპის სიმპტომებით კლინიკებში მიმართვიანობამ. ვირუსული ინფექციით ავადმყოფობა ფატალური შედეგით დასრულდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.