ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაშია. მედიკოსების ინფორმაციით, ახლა ძირითადად ცირკულირებს H 1, H3 გრიპის ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს.
ვირუსები ყველაზე მეტად ბავშვებშია გავრცელებული. ექიმების მთავარი რეკომენდაციები ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში, კლინიკისთვის მიმართვაა.