ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაშია. მედიკოსების ინფორმაციით, ძირითადად ცირკულირებს H1, H3 გრიპის ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან ინფექციების გავრცელების პიკურ პერიოდში ვიმყოფებით.
მათი ინფორმაციით, ვირუსები უფრო მეტად ბავშვებშია გავრცელებული. მთავარი რეკომენდაციებია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში, ექიმისთვის მიმართვიანობა.