სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აცრა ნებისმიერი მსურველისთვის 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას მიიღებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში. 114 000-მდე ადამიანმა გრიპის ვაქცინაციის პროგრამით უკვე ისარგებლა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვინაიდან გრიპის აქტიური ცირკულაცია ჯერ არ დაწყებულა, ლაბორატორიულად გრიპის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი.