დღეს გოდერძის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გაიხსნა.
კურორტზე ფუნქციონირებს ორი დიდი საბაგირო, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2018/19 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. სეზონის ოფიციალურ გახსნაზე ნაჩვენები იყო კურორტ გოდერძის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი.