ფიზიკურ პირთა ნაწილს საბანკო კრედიტები კიდევ სამი თვით – სექტემბრამდე გადაუვადდა. მიზნობრივ ჯგუფში მოხვდა მხოლოდ ის კატეგორია, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო, სამსახური დაკარგა. ანალოგიური შეღავათით სარგებლობის შანსი ეძლევათ იმ პირებსაც, რომლებსაც პანდემიის დროს შემოსავლები შეუმცირდათ. მათ შეუძლიათ, ბანკებს მიმართონ და ბანკი მათი გადახდისუნარიანობის შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
იმის გათვალისწინებით, რომ საპროცენტო განაკვეთის ჩამოწერა არ ხდება, სპეციალისტების ნაწილი ამ შეღავათს არასაკმარისად მიიჩნევს. უკვე ხვალ მთავრობა იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული გეგმის წარმოდგენას გეგმავს.