როგორ ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში.
იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას პროექტი, „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ და მისი შედეგები გააცნო. უწყების ინფორმაციით, შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში ამოქმედდა, გადამზადდა 750 თანამშრომელი, სპეციალირად შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტები, ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა.
ღონისზიებაზე პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირებთან კომუნიკაციის და ქცევის წესებს.