2 სექტემბერს „ამაზონ-პრაიმზე“ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული სერიალის პრემიერა გაიმართება.
ლეგენდარული ინგლისელი მწერლის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ნაწარმოებების მიხედვით ამჯერად სერიალი „ბეჭდების მბრძანებელი – ძალაუფლების ბეჭდები“ გამოვა. ახალ სერიებში ისტორია „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის მოვლენებამდე ათასობით წლით ადრე ვითარდება. „ჰობიტისა“ და ბეჭდების მბრძანებლის ფანები როგორც ნაცნობ, ასევე ახალ პერსონაჟებს ნახავენ.