ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამყალბებლების მიმართულებით მუშაობასა და ამ კუთხით არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებაზე საუბრობს სერგი კაპანაძე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, „ევროპული საქართვლოს“ წევრი იმ პუნქტების შესრულებაზე მიუთითებს, რომელიც კომისიამ შეიმუშავა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ აქტიურ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლის მაგალითია კალანდიას დაკავება.