სერგი გვარჯალაძე: ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე
სერგი გვარჯალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისში ქუჩის მუსიკოსებს შესაბამისი საბუთის აღება დასჭირდებათ.
ქუჩის მუსიკოსების და მათი შემოქმედების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე, რომ ქუჩის მუსიკოსებმა დაუკრან კომფორტულ გარემოში და იმუშაონ იქ, სადაც ბევრი სტუმარი და ინტერესია, – აცხადებს დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება ქუჩის მუსიკოსების ფესტივალების ტრადიციის გაგრძელებაც და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა მხოლოდ ამ ფესტივალებზე იგეგმება.