რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინული დრონებისგან შავი ზღვის ფლოტის დაცვის გაძლიერების განკარგულება გასცა. თავდაცვის უწყების ცნობით, სერგეი შოიგუმ ფლოტის სამეთაურო პუნქტი მოინახულა და მეთაურებს უკრაინის თავდასხმების მოსაგერიებლად დღისა და ღამის წვრთნების ჩატარება დაავალა. მან ასევე ფლოტის ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გაძლიერების განკარგულება გასცა, კერძოდ, ხომალდებზე დამატებით განთავსდეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები. შოიგუმ ოკუპირებულ სევასტოპოლში ახალი სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობაც მოინახულა.