საპარლამენტო უმრავლესობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ სერგეი ლავროვი დამაჯერებელი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს. საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს აკეთებენ სახელისუფლებო გუნდის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი, შერიგების გზით უნდა აღდგეს. შეგახსენებთ, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც.