„დასავლეთის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან სამხედრო ობიექტების შექმნაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განიარაღების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დასავლელი კოლეგები ჯერჯერობით არ აჩვენებენ მზაობას, რომ რუსეთს უსაფრთხოების ხანგრძლივი იურიდიული გარანტიები მისცენ. „საუბარია უარზე ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ბუქარესტის ფორმულის გაწვევაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ“, – ამბობს ლავროვი.