ამერიკული დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მეორე დღე და მთავარი გზავნილები. სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა დილიდან რამდენიმე დახურული შეხვედრა გამართეს. შეხვდნენ როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, თუმცა, საჯარო განცხადებები მედიასთან ამ დრომდე არ გაკეთებულა.
სენატორისა და კონგრესმენის ოფიციალური პრესკონფერენცია ხვალ არის ჩანიშნული. თუმცა, შეხვედრაში მონაწილე ქართველებისგან ირკვევა, რომ საუბრების ერთ-ერთი მთავარი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოახლოებული არჩევნებია.
თათია მაყაშვილი დეტალებით.