სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება - გამოხმაურება

საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ მიდის – განაცხდა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ამერიკელმა სენატორმა „იუესეიდის“ ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს ჰკითხა, აპირებს თუ არა „იუესეიდი“ საქართველოს 2024 წლის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. თავის მხრივ სამანტა პაუერმა აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნებისკენ ამერიკული რესურსები უნდა მიიმართოს.

ჯინ შაჰინის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.