სენატში დარეგისტრირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ ათი მხარდამჭერი სენატორი დაემატა. ამ ინფორმაციას ავრცელებს სენატორი ჯინ შაჰინი. კანონპროექტი შეიცავს გზავნილს, რომ აშშ ერთიანია ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, მათი ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობის მომავლის ძიებაში, აღიარებენ ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციისკენ და მზად არიან, გაატარონ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს მათ შესაძლებლობას, მიაღწიონ ამ მიზანს. ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 25 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო, თუმცა კონკრეტული თარიღი არ იყო დასახელებული. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა.