გოგონები, რომლებსაც მშობლებმა განაჩენი დაბადებამდე გამოუტანეს. საქართველო იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც მოსახლეობის ნაწილისთვის ბიჭის დაბადება დღემდე განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ამ ტენდენციას საქსტატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაც ამყარებს. სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში რამდენიმე ათასმა მომავალმა დედამ მხოლოდ იმიტომ შეწყვიტა ორსულობა, რომ გოგონას მშობელი უნდა გამხდარიყო.
როგორ აპირებს სახელმწიფო ამ მენტალურ პრობლემასთან ბრძოლას და რა მიაჩნია გამოსავლად – თემაზე მარიამ სეთურიძე მუშაობდა.