„სეინის ქრონიკები“ – ასე ჰქვია მინისპექტაკლს, რომელიც ზუგდიდში, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გაიმართა. წარმოდგენა პოლონეთის ქალაქ სეინის ცენტრ „საზღვრის“ მიერ შეიქმნა და ის ქალაქის მრავალეროვანი მოსახლეობის, სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის შესახებ მოგვითხრობს.
წარმოდგენები უკვე 23 წელია, იმართება და დღეს მასში მონაწილეობას უკვე მეხუთე თაობა იღებს. პოლონურ ცენტრს საქართველომდე, ნიუ იორკსა და მადრიდში უმასპინძლეს.